Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 13.09.2017
პრემიერი ბორდოში გამოფენას - ,,საქართველო-მეღვინეობის აკვანი“ გახსნის

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ხვალ  გამოფენა - ,,საქართველო-მეღვინეობის აკვანი" გაიხსნება


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ ისეთ მნიშვნელოვან ადგილზე, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩავლენ ღვინის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ღვინის ბაზრის წარმომადგენელი კომპანიები, საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მეღვინეობის სამშობლო.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მრავალწლიანი ძალიან მიზანმიმართული მუშაობის შედეგია და მოსახლეობას ქვეყნის ეს წარმატება მიულოცა.


„ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამ გამოფენისთვის. იქნება კულტურული ღონისძიებები, ასევე - მაღალი დონის შეხვედრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ კულტურულ სამყაროში ქვეყნის წარმოჩენის კუთხით, როგორც ღვინის სამშობლოსი, როგორც უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყნისა. ამიტომ, ნამდვილად გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge