Powered by Jasper Roberts - Blog

17:26 13.09.2017
ბოლო სამ თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს

ბოლო სამ თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში, სიმთვრალის გამო მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევით მხოლოდ თბილისში 836 მძღოლი დაჯარიმდა.

თბილისის შემდეგ ლიდერობს აჭარა, სადაც მართვის უფლება შეუჩერდა 503 მძღოლს, ჯარიმის რაოდენობით გამოირჩევა ქვემო ქართლიც, სადაც მართვის მოწმობა 368 ნასვამ მძღოლს ჩამოართვეს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთაში, სადაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მართვის მოწმობის ჩამორთმევით 49 მძღოლი დააჯარიმეს.

მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ თბილისში მართვის მოწმობაზე ქულის დაკლების 47 931 შემთხვევა დაფიქსირდა.

1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და “უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge