Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 14.09.2017
მიხეილ სააკაშვილის გარღვევა: შემდეგ რა იქნება?

BBC – русская служба,  დიდი ბრიტანეთი, 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.bbc.com/ukrainian/news-russian-41231863

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლა ახალი პოლიტიკური სეზონის ყველაზე ხმაურიან მოვლენად იქცა“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ასევე გადმოცემულია უკრაინელი ექსპერტების თვალსაზრისიც მომხდარ ფაქტზე.

 

ერთ-ერთმა აქტიურმაგამრღვევმაიულია ტიმოშენკომ უკვე გამოაცხადაოპოზიციური პროევროპული ძალებისგაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელისუფლება კიგარღვევისმონაწილეთა უკანონო მოქმედების გამოძიებისათვის ემზადებაპოლიტოლოგების აზრით, სიტუაცია შეიძლება მძაფრ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.

 

ვადიმ კარასევის აზრით, ეს სიტორია თვითონ ხელისუფლებამ შექმნა: ჯერ ოფიციოზმა დაარღვია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, შემდეგ კი თვითონ მიხეილ სააკაშვილმა - სახელმწიფოს საზღვრის ხელშეუხებლობა. ასე რომ, როცა ექს-გუბერნატორს სახელმწიფოს იმიჯისადმი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ, ჩინოვნიკები საკუთარ მოქმედებაზეც უნდა დაფიქრდნენ. ახლა საჭიროა პაუზა ორივე მხარისაგან, რომ სასამართლომ თავისი სიტყვა თქვას. თუმცა უკვე გასაგებია, რომ ოპოზიციამდროშამიიღო საპროტესტო გამოსვლებისათვის. ოპოზიცია ერთიანდება, რაც ხელისუფლებისათვის საშიშია და კრიზისს გამოიწვევს.

 

 

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი სერგეი გაიდაი თვლის, ეს გაერთიანება ოპოზიციის კლასიკური გაერთიანება კი არაა, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ირგვლივ: „ერთიანი მტკიცე პოლიტიკური ძალა ასე არ იქმნება“. თუმცა პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რასაც მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად იყენებს თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური კარიერისათვის. „მართალია, იგი პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით ვერ გახდება, მაგრამ თავის ადგილს მაინც მოძებნის. რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს, იგი წაგებული დარჩება, თუ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილქვეშ ყოფნას გააგრძელებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ იულია რეიტინგული პოლიტიკოსია, იგი მიხეილ სააკაშვილის კონკურენტიც შეიძლება გახდეს: ორივე ლიდერობას ცდილობს. ყველაზე გასაკვირისაზღვრის გარღვევისსაქმეში ის იყო, რომ მასში მონაწილეობა ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მიიღეს, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტობაზე და ევროპულობაზე გაჰყვირიან. მიხეილ სააკაშვილისგან ეს გასაგებია, მაგრამ სხვებისთვის შეუფერებელი. ამ სიტუაციამ გრანდიოზულ პროვოკაციამდე და უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის დამცირებამდე მიგვიყვანა. არ მესმის, როგორ შეიძლება ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილს, როგორც გმირს, ისე შეხვდეს - ექს-გუბერნატორმა ხომ დანაშაული ჩაიდინა! ისტორია რომ გავიხსენოთ, 1917-1920 წლებშიც ასე მოხდა, როცა უკრაინის სახელმწიფოებრიობა დაემხო: სწორედპატრიოტებმამოახდინეს სიტუაციის დესტაბილიზება, დაამხეს ჯერ ცენტრალური რადის, შემდეგ პავლო სკოროპადსკის, ბოლოს კი დირექტორიის მთავრობა, საბოლოოდ კი ბოლშევიკები მიიღეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge