Powered by Jasper Roberts - Blog

11:25 02.10.2017
5 და 6 ოქტომბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წარმოგიდგენთ სპექტაკლს „სეილემის პროცესი"

უფროსი ასაკის მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს.


ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. დასაწყისი 19:00 საათზე.  საგულისხმოა , რომ პრემიერის დღეებში სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით.


სპექტაკლში, რომლის რეჟისორი დიმიდრი ხვთისიაშვილია გადმოცემულია 1692 წელს, მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია-პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი „ბავშვური“ თამაში, რომელიც საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზრდა. ორად გახლეჩილი საზოგადოება, „ კუდიანებზე ნადირობა“ და ადამიანთა ბედით თამაში, სიყვარული და შურისძიება, უფლის სახელით ჩადენილი ცოდვა და ცხოველური ვნებები, რომელსაც ხალხი მასობრივ ისტერიამდე მიჰყავს.


პიესის თარგმანი ეკუთვნით: ქეთევან ლორთქიფანიძეს და თემურ ჩხეიძეს. დამდგმელი რეჟისორი და ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის, ქორეოგრაფი გია მარღანია, რეჟისორი თანაშემწე თამაზ ქარაული.


 

მონაწილეობენ: ნუგზარ ყურაშვილი,  ვახო ჩაჩანიძე, თამარ მამულაშვილი, თეკლა ჯავახაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი კაჭახიძე, ქეთი ჩაჩუა , იაკო ჭილაია, ნათია კუპატაძე და სხვანი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge