Powered by Jasper Roberts - Blog

15:28 06.10.2017
საქართველოს დღე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“

„ბალტიური სახლი“ A კატეგორიის თეატრალური ფესტივალია. მისი წლევანდელი თემაა „ცხოვრების იმიტაცია“. თავის სპექტაკლებს სანქტ-პეტერბურგში წარადგენენ თეატრის ვარსკვლავები ეიმუნტას ნიაკროშუსი, ლიუკ პერსევალი, კირილ სერებრენიკოვი, მარიუს ივაშკავიჩუსი, კორნელ მანდრუცო და სხვ.


გრიბოედოვის თეატრი საზღვარგარეთის პირველი რუსული თეატრია, რომელიც მონაწილეობისთვის მიიწვიეს ფესტივალის 26-წლიანი ისტორიის მანძილზე. 


ამასთან დაკავშირებით ფესტივალის ფარგლებში 10 ოქტომბერს გაიმართება „საქართელოს დღე“.


პროგრამაშია ფოტოხელოვანის გოგა ჩანადირის გამოფენა „საქართველო ზემოდან“. ეს არის შვეულმფრენიდან გადაღებული საქართველოს ღირსშესანიშნაობები და მთა-ბარი. გოგა ჩანადირმა 2002-2017 წლებში 274 საათი იფრინა საქართველოს ცაზე და აღბეჭდა ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი, ტაძარი, ციხე-სიმაგრე, ტბა, ზღვა, მდინარე, ქალაქი და ასე შემდეგ.


10 და 11 ოქტომბერს  თეატრი-ფესტივალი „ბალტიური სახლის“ მცირე სცენაზე გაიმართება გრიბოედოვის თეატრის  სპექტაკლი ალჟირი (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის).

 

ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამა გაცოცხლებული ისტორიაა, დაფუძნებული მხოლოდ რეალურ ფაქტებზე, და მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის - გულაგის ერთერთიკუნძულისშესახებ. სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალბატონმა, მათ შორის საქართველოდან ალჟირის ციხეებში 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სია არ არის სრული. გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი ეძღვნება ალჟირის ტყვეებს, ქალბატონებს საქართველოდან ...


სპექტაკლში მონაწილეობენ: ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ინა ვორობიოვა, ნატალია ვორონიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია და ანა ნიკოლავა.


ამასთანავე, საქართველოს დღეზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბის“ პრეზენტაცია და ცნობილი მომღერლების ნინო ძოწენიძის და გიორგი ნადიბაიძის კონცერტი.


 

საქართველოს გარდა, „ბალტიური სახლი“ უმასპინძლებს სპექტალებს ხორვატიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, დანიიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან და ლატვიიდან.  

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge