Powered by Jasper Roberts - Blog

16:14 11.10.2017
საკრებულოსთან დაკავებული „ნაც. მოძრაობის“ 11 წევრი, მათ შორის - კოტე იოსელიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 11 წევრის, მათ შორის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის სასამართლო პროცესი 17 ოქტობრამდე გადაიდო. 11-ვე დაკავებული მომდევნო სასამართლო სხდომამდე გათავისუფლდნენ. 


სასამართლო პროცესი სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადაიდო. 


როგორც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და პოლიციამ ძალას გადაამეტა.


მანამდე, სასამართლომ მომდევნო სხდომამდე „ნაცმოძრაობის“ კიდევ სამი წევრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge