Powered by Jasper Roberts - Blog

14:04 12.10.2017
საგამოძიებო სამსხურმა ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და  ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული   პირი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე - მასალის  რეალიზაციას  ყალბი  სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით  ახდენდა.


 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge