Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:13 21.10.2017
"ჩვენ არ ვაპირებთ დესტაბილიზაციას, მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ ხალხის უბნებიდან გამოყრას, გაფრთხილებთ ძალიან ძვირად დაგიჯდებათ"

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ყველა ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს - ასეთი კომენტარი გააკეთა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. 



ბურჯანაძემ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს. 



”სამწუხაროდ, დილიდან უკვე არის დარღვევები მთელ რიგ უბნებზე, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ სამართლიანი შენიშნვნები მარკირების პროცესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენს წარმომადგენელებს უკვე მისცეს გამაფრთხილებელი შენიშვნები. გამაფრთხილებელი შენიშვნა უნდა მისცე მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმეს არღვევს, ან შეაქვს დესტაბილიზაცია საარჩევნო უბანზე და არა მაშინ, როდესაც წარმომადგენელი სრულიად კანონიერად, კანონის აღსრულებას მოითხოვს. ეს არ არის შემთხვევით მოვლენა. გამაფრთხილებელი შენიშნვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას უნდა დღის განმავლობაში ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოყაროს უბნებიდან. ჩვენ არ ვაპირებთ დესტაბილიზაციას, მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ ხალხის უბნებიდან გამოყრას, გაფრთხილებთ ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. მიეცით საშუალება წარმომადგენლებს შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ნორმალურ გარემოში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge