Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:27 21.10.2017
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მზად არის, მოახდინოს რეაგირება „ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების“ ფაქტებზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონის დაცვით განახორციელონ.



თამარ ქალდანის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.



”დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის. ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები”, - ნათქვამია თამარ ქალდანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge