Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

18:43 21.10.2017
17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 262 809 ამომრჩეველმა. 



როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7-იანი აქტივობა დაფიქსირდა. 



ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.



რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩევლის 34.7%-იანი აქტივობა ფიქსირდება. 



შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 34.64%-ს შეადგენდა. 
ცესკო ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლის და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge