Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

19:18 21.10.2017
"შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა"-არჩილ თალაკვაძე

”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მან ამომრჩეველს დარჩენილ დროში საარჩევნო უბნებზე მისვლისა და ”ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 



”შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენ საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ წინასწარი მონაცემებით ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. ამიტომ, ბუნებრივია, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას. ეს არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. ჩვენთვის გამარჯვება ნიშნავს მომენტს, როდესაც არჩევნების შესახებ მონაცემები ოფიციალურად გახდება ცნობილი და გავიგებთ ხალხის და ამომრჩევლის საბოლოო შეფასებებს. ამ მომენტამდე წინასწარი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებთ”, - განაცხადა თალაკვაძემ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge