Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:11 21.10.2017
”ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54 %, ზაალ უდუმაშვილმა - 15 %, ალეკო ელისაშვილმა კი - 14 % მიიღო

ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა.



რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო.



ეგზიტპოლის თანახმად, "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას მხარი - 7%-მა დაუჭირა, "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კუკავას - 3%-მა, "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - 3% მიიღო, "ერთობა ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ - 2%, ხოლო "ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა - 1%.



ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.



მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge