Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:49 23.10.2017
"თამაში, რომელშიც კახა კალაძეს დამატებითი დრო არ დასჭირდა"– იტალიური მედია კახა კალაძის გამარჯვებაზე

უცხოური მედია საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და თბილისში კახა კალაძის გამარჯვებას ეხმაურება. 



აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგალითად, იტალიური La Repubblica მასალას, სახელწოდებით: „თამაში, რომელშიც კახა კალაძეს დამატებითი დრო არ დასჭირდა“ აქვეყნებს.



გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელს არ დასჭირდა მეორე ტური, რათა თბილისის მერი გამხდარიყო და რომ „ქართულ ოცნებას“ ძლიერი ადამიანური და ფინანსური რესურსები გააჩნდა სხვა პარტიებთან შედარებით. 



გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრანგული მედიაც წერს. 



კერძოდ, ფრანგული Liberation აღნიშნავს, რომ „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს. გამოცემა წერს, რომ 2001 წელს კახა კალაძემ პირადი ტრაგედია განიცადა, როდესაც მისი ძმა გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge