Powered by Jasper Roberts - Blog

11:31 09.11.2017
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე,  ერთი პირი ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტ  ,,მტკვარის’’ გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  მალულად გადაეტანა 984 ერთეული მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულებ,  ჯამში, 22 240 ლარს შეადგენს.


 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge