Powered by Jasper Roberts - Blog

13:10 13.11.2017
თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა

საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის.

 

ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, CitiCaixaBank, Yapi Credi.

 

2017 წლის ზაფხულში, თიბისი ბანკმა უკვე მიიღო Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის,  ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. თუმცაამჯერად Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა და თიბისი ბანკს მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდის ჯილდო მიანიჭა კორპორატიული სეგმენტისთვის.

 

გამარჯვებული ბანკები  Global Finance-მა  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შერჩია: სწორი სტრატეგია ონლაინ მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისთვის, კლიენტებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზებ, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდ, შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნება, ვებგვერდის დიზაინი და ფუნქციონალი.

 

ციფრული მომსახურების სფეროში საუკეთესო ბანკები კონკურსში მონაწილე 300 ფინანსური ინსტიტუტიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის არიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები საკონსულტაციო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური სფეროდან.

 

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკმა Global Finance-ისგან მსოფლიო აღიარება უკვე მესამედ მოიპოვა. 2013 წელს, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო ინტერნეტბანკი კომუნალური გადახდებისთვის და როგორც  საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდი.

 

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი  უკვე 20 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შედეგების შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული.

 

წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ჟურნალისგან ბანკმა  ჯილდოები 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge