Powered by Jasper Roberts - Blog

15:41 13.11.2017
"მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას"-გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს დადებითად აფასებს. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია განხორციელებული ცვლილებები საზოგადობეის თითოეულ წევრზე დადებითად აისახოს.


„მივესალმებით პრემიერის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის ენერგეტიკის სოფლის მეურნეობის დაგარემოს დაცვის განხორციელებულ ცვლილებებს მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპტიმიაზაციის პროცესის შედეგად განხორცილებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე აისახოს პოზიტიურად. დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე,“ - განაცხდა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge