Powered by Jasper Roberts - Blog

14:42 07.12.2017
ტრაგიკომედია უკრაინულად: მთავარ როლში - მიხეილ სააკაშვილი
«Новое время» (აზერბაიჯანი), 07 დეკემბერი, 2017 წელი
http://www.novoye-vremya.com/w113421/.../
რ. ველიევი
უკრაინის ხელისუფლებამ თავის თავს პრობლემა თვითონ შეუქმნა: თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილს „წითელი ნაჭერი“ პეტრო პოროშენკომ აუფრიალა, როცა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ორი წელი უკრაინის პრეზიდენტის გუნდში იყო, მას პრემიერ-მინისტრის სავარძელს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რადგანაც პრემიერად დანიშვნა ვერ განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის განხეთქილება მოხდა. მიხო ღიად დაუპირისპირდა თავის ყოფილ მეგობარს. მოქალაქეობის ჩამორთმევით პეტრო პოროშენკო საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა - პირველ რიგში თავის დასავლელი მოკავშირეების წინაშე. როცა მან „ა“ თქვა, „ბ“ მოფიქრებული არ ჰქონდა, ვერ მონახა გამოსავალი სიტუაციიდან, სადაც საკუთარი შავი თვითონვე შეიყვანა.
მიხეილ სააკაშვილისათვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაბრალება ან საქართველოში სავარაუდო დეპორტაცია სიტუაციას ვერ მოაგვარებს. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა უბრალო ბრძოლა კი არაა, ეს არის შურისძიება პირად შეურაცხყოფაზე [„როგორ გაბედე და მოქალაქეობა ჩამომართვი!“]. პეტრო პოროშენკოსთან ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი მზადაა ყველასთან გაერთიანდეს, ვინც კი უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაშია - იულია ტიმოშენკოსთან, ვალენტინ ნალივაიჩენკოსთან, ანდრეი სადოვოისთან... მისთვის ისინი პოლიტიკური თანამგზავრები არიან, მათთვის მიხეილ სააკაშვილი კი - „ტარანი“, რომელსაც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დანგრევა შეუძლია. ყოველი მათგანს იმედი აქვს, რომ მიხო მხარს დაუჭერს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის თამაში მანამდე გაგრძელდება, სანამ იგი თვითონ არ გადაწყვეტს, საბოლოოდ ვის მხარეს იყოს.
დევნილი ქართველის საშემოდგომო-საზამთრო პოლიტიკური სეზონი საკმაოდ ნათლად და გამოკვეთილად დაიწყო. როგორი იქნება ამ ტრაგიკომედიის ფინალი, ცნობილი უახლოეს ხანში გახდება. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში (და მასთან ერთად პეტრო პოროშენკოს მომავალიც) იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი სტატუსით გააგრძელებს ქვეყანაში ყოფნას. ჯერ-ჯერობით, უკრაინის ხელისუფლება, როგორც ჩანს, მოვლენებს ამუხრუჭებს, სიტუაციას არ ამწვავებს, რაც ხშირად გაუბედაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკოს იმედი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციები თავისთავად შესუსტდებოდა, მოსახლეობა ინტერესს დაკარგავდა, მაგრამ ეს დიდი სეცდომა იყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს ყველაზე ნაკლებადპროგნოზირებადი პოლიტიკოსია უკრაინაში და მისგან პრეზიდენტს (და სხვებსაც) ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, როცა მიხომ მტკიცედ აირჩია მიზანი - „უკრაინა პეტრო პოროშენკოს გარეშე“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge