Powered by Jasper Roberts - Blog

15:04 07.12.2017
"საქართველოდან გაქცევა თუ გინდა ადამიანს, არსებობს ვიწრო ჩემოდანზე მარტივი გზა..."-გიორგი უძილაური

"ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თურქეთის საზღვარზე ჩემოდანიდან ამოყვანილ ქალზე ბევრმა დააკომენტა _ ქვეყანაში ისეთი გაჭირვებაა, ხალხი გარბის და ამის მაჩვენებელია ეს ფაქტიო.


საქართველოდან გაქცევა თუ გინდა ადამიანს, არსებობს ვიწრო ჩემოდანზე მარტივი გზა, მიდიხარ თურქეთის საზღვარზე, აჩვენებ საბუთს და გადადიხარ. ევროპაში გამქცევებისთვისაც იგივე მარტივი გზა არსებობს, პასპორტი და საზღვარზე ლეგალური გადასვლა.


საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა ან თურქმენეთი არაა, გარეთ რომ არ გიშვებდნენ,"-წერს გიორგი უძილაური. 

 

შეგახსენებთ, რომ სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში 22 წლის ქალი აღმოაჩინეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge