Powered by Jasper Roberts - Blog

17:41 07.12.2017
14 დეკემბერს, The Georgian Times-ის ტრადიციული XVIII ბიზნეს - რეიტინგი გაიმართება

14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

 

რეიტინგის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2016 - 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი. ესენია:  

 

1. ავერსი

2. ბაზის ბანკი

3. გაა ჰოლდინგი

4. გალფი

5. გეოპლანტი

6. გეოპროდუქტი

7. გიუაანი

8. დუგლაძეების ღვინის კომპანია

9. ენ სი სი

10. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

11. ვენდისი

12. ზარაფხანა

13. კავკასიის ავტოიმპორტი

14. კულა

15. ემ ჯი

16. მტკვარი ენერჯი

17. ნეოგაზი

18. ნიკორა სუპერმარკეტი

19. ნიუთაიმი

20. ომეგა ჯგუფი

21. ორბი ბათუმი

22. პსპ

23. საქნახშირი

24. საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

25. საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი

26. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

27. სოკარ ჯორჯია გაზი

28. ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენი

29. შუხმან ვაინს ჯორჯია

30. ჰიუნდაი ავტო საქართველო

 

 

აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს,  გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 

გასული წლის საუკეთესო ინვესტორად დასახელდა  ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი.

 

მედია ჰოლდინგი Georgian Times  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან:

 

·         ქალაქ თბილისის მერია

·         ეკონომიკის  სამინისტრო

·         სოფლის მეურნეობის სამინიტრო

·         ფინანსთა სამინისტრო

·         ინფრასტრუქტურის სამინისტრო

·          GCCI

·          ICC ჯორჯია

·         თანაინვესტირების ფონდი

 

 

პროექტის პარტნიორები არიან:

 

·         საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა

·         საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პლატა

·         საპაერტნიორო ფონდი

·         თანაინვესტირების ფონდი

 

მედია პარტნიორები აიან:

 

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. იმედი
  3. იბერია
  4. ტვ პირველი
  5. პალიტრა ნიუსი
  6. საფერავი TV
  7. რაგბი ტვ
  8. ობიექტივი
  9. სტარვიზია
  10. მუზიკბოქსი
  11. ფორტუნა
  12. ავტორადიო
  13. თბილისელები
  14. ჯორჯიან თაიმსი
  15. ჯორჯია თუდეი
  16. კავკასიან ბიზნეს ვიკი
  17. რეზონანასი
  18. პრაიმთაიმი
  19. ქართული სიტყვა
  20. სვობოდნაია გრუზია
  21. ბიზნეს მედია
  22. ვერსია
  23. ქართული აზრი
  24. Geotimes.ge
  25. Award.com.ge
  26. Kvira.ge
  27. Georgianpress.ge
  28. For.ge
  29. Liderinfo.ge
  30. NewsDay.ge
  31. Reportiori.ge
  32. Economic.ge
  33. Metronome.ge
  34. Timer.ge
  35. Fact2.ge

 

 

 

 

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

 

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

 

 

წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

 

1.       TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

2.       კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

3.       ყაზბეგი - გოგი თოფაძე

4.       ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

5.       GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე

6.       შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

7.       შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

8.       TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

9.       გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

10.    შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

11.    ჯეოსელი -  ოსმან თურანი

12.    ჯეოსელი - ოსმან თურანი

13.    ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14.    სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი

15.    საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

16.    ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

17.    სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია - დავით ზუბიტაშვილი

 

გასული წლის საუკეთესო ინვესტორი გახდა „ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი“.

 

 

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

 

კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა.


საუკეთესო ინვესტორს კი წელსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

 

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

 

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 

ტრადიციულად, ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge