Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:39 30.12.2017
ვაშინგტონის რესტორანი „სუფრა“ ქართული ქეიფისათვის შესაფერის მაგიდას გაგიშლით

«The Washington Post» (აშშ), 29 დეკემბერი, 2017 წელი

https://www.washingtonpost.com/lifestyle/food/supra-sets-an-inviting-table-for-a-georgian-feast/2017/12/28/3a7bbc7e-d460-11e7-95bf-df7c19270879_story.html

 

სტატიაში აღწერილია ვაშინგტონში (აშშ) ორიოდე თვის წინათ გახსნილი ქართული რესტორნის „სუფრის“ მუშაობა, რომელმაც უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა (ავტორი - ტომ სიციმა - კვების სფეროს კრიტიკოსი).


როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „სუფრა“-ში შესვლისას კლიენტი გამორჩეულ არომატს იგრძნობს - ნიორის, ქინძისა და ნიგვზის არომატს. აქაურ ხინკალს და ჩანახს გემო განუმეორებელი აქვს. რესტორანი „სუფრა“ ვაშინგტონელმა ადვოკატმა ჯონათან ჰელმსმა დააფუძნა, რომელსაც საქართველოსთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ცხოვრებისას ჯონათანმა და მისმა ცოლმა ლორამ („სუფრის“ თანამფლობელმა) ყურადღება მიაქციეს იმას, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობდნენ ქართული რესტორნები უცხოელებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში. იმ დროიდან ცოლ-ქმარი ქართული რესტორნის გახსნაზე ოცნებობდა. ჯონათანი საქართველოს „ყოფილი საბჭოთა კავშირის კალიფორნიას“ უწოდებს.


 

სტატიაში აღნიშნულია, რომ „სუფრის“ შეფ-მზარეულია მალხაზ მაისაშვილი, ყოფილი ქართველი დიპლომატი, რომელიც 2012-2013 წლებში ვაშინგტონში მდებარე საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge