Powered by Jasper Roberts - Blog

16:30 05.01.2018
2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ, ამერიკული აღჭურვილობა თბილისის შავ ბაზარზე იყიდებოდა

«The Wall Street Journal» (აშშ), 04 იანვარი, 2018 წელი

https://www.wsj.com/articles/u-s-ukraine-try-to-ensure-weapons-dont-fall-to-enemy-1515067601

 

სტატიაში განხილულია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გადაცემის სავარაუდო შედეგები: რამდენად არის შესაძლებელია, რომ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ სხვა სახელმწიფოს ჩაუვარდეს ხელში (ავტორები - თომას გროუვი და ჯულიან ბარნსი).


გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:


აშშ-ის გეგმებმა უკრაინისათვის ირაღის გადაცემის თაობაზე რუსეთის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და მოსკოვ-ვაშინგტონის ისედაც გართულებული ურთიერთობის უფრო გაურესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ წინ კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება: რამდენადაა შესაძლებელი, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი მტრის ხელში არ ჩავარდეს - ისე, როგორც ეს წარსულ ხდებოდა? კიევისათვის იარაღის მიცემა ემსახურება იმას, რომ დღეს მიყუჩებული კონფლიქტი არ გაღვივდეს და მსხვილმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს, ანუ როცა მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ უკრაინის მთავრობას თავდაცვის მეტი შესაძლებლობა აქვს, მტერი შეტევას ვეღარ გაბედავს.


აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყურადღებით სწავლობენ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების - Javelin-ების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. გადაწყდა, რომ ამ იარაღით აღჭურვილნი იქნებიან მხოლოდ ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც ფრონტიდან შორს არიან განლაგებულნი, რათა მათ „ჯაველინები“ შეტევისათვის არ გამოიყენონ. სწორედ ასეთ მომენტში იქმნება ყველაზე მეტი საფრთხე იმისა, რომ ვაითუ უკან დახევის დროს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუვარდეს.


2014 წელს, როცა ამერიკამ უკრაინას რადარული სისტემები გადასცა მოწინააღმდეგის არტილერიის დისლოცირების ადგილის გამოსავლენად, ერთ-ერთი დანადგარი, რომელიც დებალცევოსთან ახლოს იდგა, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა.


მართალია, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ამერიკულ მხარეს შეატყობინა, რომ უკანდახევის დროს რადარული სისტემის ნაწილი გავანადგურეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი მსგავსი მაგალითი არ არის: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, 2008 წელს, რუსების მიერ დაკავებულ სამხედრო ბაზებზე ამერიკული აღჭურვილობა ინახებოდა და მოგვიანებით, მათი ნაწილის შეძენა თბილისის შავ ბაზარზე  შეიძლებოდა. ასეთი ინციდენტები მომავალში გამორიცხული არ არის. ზოგიერთი ცნობით, აღმოსავლეთვეროპული წარმოების ზოგიერთი იარაღი, რომლებიც სირიელ ანტისამთავრობო სამხედრო დაჯგუფებას მიეწოდებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა ხელში აღმოჩნდა.


აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მნიშვნელოვნად თვლიან იმას, რომ ისეთი იარაღი, როგორიცაა „ჯაველინი“, სეპარატისტებს ხელში არ ჩაუვარდეთ. თუ ასე მოხდება, ისინი ამ რაკეტებს უკრაინის არმიის ტანკების წინააღმდეგ გამოიყენებენ.


ამერიკის მცდელობა გონივრულია, რადგან დონბასელ პრორუს სეპარატისტებს ან რუსებს, თუ ისინი „ჯაველინებს“ დაუფლებიან, ამ იარაღის გადაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ სხვა კონფლიქტების ზონებში. საბოლოო ჯამში, „ჯაველინები“ ისევ ამერიკული ტექნიკის (ჯავშანმანქანების და ტანკების) ან სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, უკრაინიდან ასეული კილომეტრის მოშორებით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge