Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:37 10.01.2018
"გაუგებარია ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის“ - მამუკა მდინარაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე

9 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება. მისი განცხადებით, ამ თემით სპეკულირება ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ, გაუგებარია:

 

„შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა გაუგებარია ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ.


ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამიტომ, მათ სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას, დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის, ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge