Powered by Jasper Roberts - Blog

15:14 12.01.2018
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე იმყოფებიან

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე იმყოფებიან, ადგილზე აკვირდებიან სიტუაციას და ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. 



გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 - 13 იანვარს საქართველოში ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი. 



14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge