Powered by Jasper Roberts - Blog

12:54 13.01.2018
რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია.


რაც შეეხება ნაქერალას უღელტეხილსა და გუდაური-კობის მონაკვეთს აქ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა შეზღუდული.

 

უამინდობის გამო ვერ ხერხდება კალა-უშგულის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. დანარჩენ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

„კალა-უშგულის მონაკვეთზე, როგორც გითხარით, არის ზვავსაშიშროება. მანდ, ჯერჯერობით, გაწმენდითი სამუშაოები ვერ ტარდება. რაც შეეხება, ნაქერალას უღელტეხილს და გუდაური-კობის მონაკვეთს, მანდ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შენარჩუნებულია,“ - აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკური მდივანი, ნუგზარ გასვიანი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge