Powered by Jasper Roberts - Blog

13:49 01.02.2018
„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ – გრაფიკული ნამუშევრები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში

1 თებერვალს, 18:30 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელაგაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის კაზა ბუონაროტის მუზეუმიდან. კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს.


ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.


დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვისადამის შექმნა" და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა“. ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმიმოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად."


 

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და  იტალიის საელჩო საქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი ,,Check in Georgia” და სს ვითიბი ბანკი ჯორჯია"; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL'italiana". გამოფენა ხორციელდება მუზეუმთანკაზა ბუონაროტი" და კულტურულ ასოციაციამეტამორფოზისთან" თანამშრომლობით

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge