Powered by Jasper Roberts - Blog

14:56 05.02.2018
4 თებერვალს, რუსთავის თეატრში, სპექტაკლის „თეთრი ბაირაღები“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა

4 თებერვალს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლის „თეთრი ბაირაღები“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.


,,თეთრი ბაირაღების“  ახალ სასცენო ინტერპრეტაციაზე რეჟისორები, - ლევან სვანაძე და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, - სოსო ნემსაძე მუშაობდნენ. სპექტაკლში მთავარი როლები შეასრულეს: ვალერი კობერიძე, სოსო ელიზბარაშვილმა, ზვიად დოლიძე, სპარტაკ კიკნაძე და სხვებმა.

 

სპექტაკლი ეხებოდა თემას, თუ როგორ შეიძლება გასამართლდეს ყველაზე საშიში დამნაშავე, ან რა განაჩენი გამოაქვთ   თავად პატიმრებ ერთმანეთისთვის, სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ვნებას შორის, როგორ ამტკიცებს ახალგაზრდა ადამიანი საკუთარ უდანაშაულობას და რას სწავლობს რომანტიკოსი გმირი თანასაკნელებისგან.

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, - სოსო ნემსაძემ განაცხადა, ნოდარ დუმბაძე ყველა თეატრისთვის და ნებისმიერი  სახის რეპერტუარისთვის მისაღები და საინტერესო  ავტორია. რეჟისორმა, ასევე ისაუბრა უახლოეს გეგმებზე და აღნიშნა, რომ დაგეგმილია კიდევ სამი პრემიერა:

 

,,სპექტაკლში წარმოდგენილი იყო რუსთავის თატრის დასი, რომელიც მაქსიმალურად დაიხარჯა. ძალიან დიდხანს მუშაობდა მასზე ბატონი ლევან სვანაძე. ბოლო ათი დღის განმავლობაში, უკვე მეც დავეხმარე და ვფიქრობ, კარგი შედეგიც მივიღეთ.“ - განაცხადა მან.


რაც შეეხება, დაგეგმილ სამ პრემიერას, მასზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე და რეჟისორები: გიორგი ქანთარია და გურამ ბრეგაძე მუშაობენ. თებერვლის შუა რიცხვებში სოსო ნემსაძე რუსთაველ მაყურებელს უკრაინელი კლასიკოსის ნიკოლაი გოგოლის ,,შეშლილის წერილებსწარუდგენს, მალევე პრემიერას შემოგვთავაზებს რეჟისორი გიორგი ქანთარიაც, რომელიც რუსი დრამატურგისა და პროზაიკოსის პოლიტიკურ ზღაპარს ,,დრაკონსგვთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს დაასრულებს, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დაგდმული სპექტაკლით ,,ელისაბედ ელისაბედ“. ამგვარად, რუსთაველ მაყურებელს წინ საინტერესო და მრავალფეროვანი სარეპერტუარო სეზონი ელის. თეატრი ითვალისწინებს მაყურებლის ეკონომიკურ მდგომარეობასაც და სპეციალურ აქციებს სთავაზობს, სტუდენტები 40% პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენხოლო ნებისმიერი სხვა მაყურებელისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის იმოქმედეს სააბონემენტო სისტემა. აბონემენტით მაყურებელს 5 სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრება შეეძლება. აბონემენტის გამოყენება შეიძლება  ერთჯერადადაც და მისი საშუალებით 5 ადამიანი ისარგებლებს.  აბონემენტის  ღირებულება 16 ლარია და  ის რუსთავის თეატრის სალაროში 17 თებერვლიდან გაიყიდებააბონემენტი არ იმოქმედებს საპრემიერო ჩვენებებზე.  

 

 

 

/ლელა დევდარიანი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge