Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:55 09.02.2018
როგორ მოვამზადოთ პატარა ბეზეს ტორტები

რეცეპტის ინგრედიენტები:

 

4   ცალი კვერცხის ცილა

მწიკვი მარილი

200   გრ. შაქარი

1   ს/კ სახამებელი

2   ცალი კივი

450   გრ. ბანანი

1   ს/კ შაქრის პუდრა

2   ს/კ ხილის ჟელე

 

რეცეპტის მომზადების საფეხურები:


 

  1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, თანდათან შეურიეთ 150 გრამი შაქარი. დარჩენილი 50 გრამი კი აურიეთ სახამებელს და შემდეგ დაუმატეთ ბეზეს.


  2. გააცხელეთ ღუმელი 100C გრადუსზე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ბეზე ჩაასხით ტორტის მოსართავ(კრემის) ხელსაწყოში და მისი გამოყენებით საცხობ ფირფიტაზე დასვით დაახლოებით 8 ცალი ექვს-სანტიმეტრიანი დიაგონალის მქონე ბეზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.


  3. გათალეთ კივი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ბანანი გაფცქვენით და დაჭერით. ხილს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გამომცხვარი ბეზე დააწყვეთ ლანგარზე და მორთეთ შაქარმოყრილი ხილით. ჟელე გაატარეთ საცერში და წაუსვით ხილს.

 



გემრიელად მიირთვით.

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge