Powered by Jasper Roberts - Blog

14:08 13.02.2018
“ბიტკოინის მოპოვება ისლანდიის ენერგეტიკასაც პრობლემებს უქმნის -რამდენ დამატებით დენს შეჭამს ივანიშვილის საწარმოები სულ მალე ვნახავთ”

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ბიტკოინის მოპოვება ისლანდიის ენერგეტიკასაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მასზე უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე მოიხმარს 340 ათასიანი ქვეყნის მოსახლეობა. 


ისლანდიაში ელექტროენერგიის ასი პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღება. იგი ცივი ქვეყანაა და ამ ენერგოვამპირი ”საწარმოების” გასაგრილებლად 12-ჯერ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარება, ვიდრე ცხელ საქართველოში, თანც ბიუჯეტშიც საკმაო ფულს იხდიან. ჩვენსავით კი არ არიან ყველანი გადასახადისაგან განთავისუფლები. არც 18 ჰექტარი მიწა უჩუქნიათ და არც შეღავათიანი ელექტროენერგია მიუციათ. მიუხედავად ამისა, პრობლემები უკვე გაჩნდა. 


ჯერ სადა ვართ. რამდენ დამატებით დენს შეჭამს ივანიშვილის გორი-გლდანის მუქთამჭამელა საწარმოები ამას სულ მალე ვნახავთ. 


ზოგი გადასახადის გადახდით წელში წყდება, ზოგისთვის საგადასახადო ოაზისია. 


უცნაური ისაა, რომ ამას დამცველებიც რომ გამოუჩნდებიან ხოლმე. 


ნეტავ რა რჯით?!"-წერს რომან გოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge