Powered by Jasper Roberts - Blog

15:38 13.02.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარდან ლეკვი აიყვანა

ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, აქ გაუსაძლისი პირობები იყო, გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების მიზნით, სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge