Powered by Jasper Roberts - Blog

16:36 13.02.2018
,,სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ" - ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსეთის ”ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი“ უწოდა.



„ის სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.



გუშინ, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge