Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:20 14.02.2018
გლდანის მე-8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი ნახეს

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.


როგორც "ჯორჯიან თაიმსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.


"გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.


პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად.


 

ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში.  ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა,"-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge