Powered by Jasper Roberts - Blog

11:49 14.02.2018
”მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც!" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:



მისი თქმით, საჭიროა იმ ვითარების შეცვლა, რა ვითარებაც ამ ორ ქვეყანაშია შექმნილი.


”მე დავბრუნდები უკრაინაში, რადგან მაქვს ლეგალური ცხოვრების უფლება. მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც. დამთავრდება ოლიგარქიების ბატონობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ჩვენს ორ ქვეყანას. უკრაინაშიც და საქართველოშიც ხალხი დაიღალა უპერსპექტივობით, საზოგადოების ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ამ პირობებში საჭიროა ვითარების შეცვლა ორივე ქვეყანაში”, - აღნიშნა სააკაშვილმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge