Powered by Jasper Roberts - Blog

13:00 14.02.2018
"გენერალი ,,იუბკაში", პოლკოვნიკი ,,კიტელში" - ამათი საკანონმდებლო ორგანოში დემონსტრირება ერის სულში ჩაფურთხებაა"

ბლოგერი, „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ნემსაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"გენერალი ,,იუბკაში" - პოლკოვნიკი ,,კიტელში"


ქართული საკანონმდევლო ორგანოს დამცირება.


1. დედაკაცი რომელიც სამოქალაქო ფორმაშია წითელი მარკერთ მოხაზული გახლავთ იზორიას პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანო ის სამოქალაქო პირია რომელსაც ფარულად კანონის დარღვევით მიანიჭეს გენერლის წოდება, რათა სახელფასო ნანამატი აეღო უფრო მეტი , მისი შვილი 24 წლის თორნიკე ჩიქოვანი დაასაქმა სუსში სამსახურის უფროსად ხოლო თავდაცვის უწყებაში 6 თვის მუშაობის შემდეგ პრემიის სახით მიისაკუთრა 49000 ლარი.


2. მელოტი მამაკაცი მოხაზული წითელი მარკერით არის გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა ის არცერთი ომის მონაწილე არაა , მან ომში დაღუპული მეომრების სურათები საპატიო სტენდიდან ჩამოხსნა და სარდაფში მოისროლა. მას პოლკოვნიკს დაქვემდებარებაში ჰყავს გენერლები რაც კანონის დარღვევაცაა და უმაღლესი სამხედრო წოდების შეურაცყოფაც.(სუბორდინაციის იგნორირება).


ამათი საკანონმდებლო ორგანოში დემონსტრირება კი ერის სულში ჩაფურთხებაა.


სესიაშვილი გვარწმუნებს რომ არმიაში გატარებული რეფორმები იდეალურია.


თქვენ მისი გჯერათ ეს იმ რეფორმის ფაქტობრივი შედეგი არაა?


ჩემ ხალხს თავდაცვის სამინისტროში ჩაბუდებული მოღალატეების წინააღმდეგ წავიყვან - დიდებული ქართველი ერის ღირსებას ამათ არ შევალახინებ...."- წერს დავით ნემსაძე და ფოტოს აქვეყნებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge