Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:47 14.02.2018
მარწყვისა და შოკოლადის პანა კოტა

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

 

ცივი წყალი

6 გრამი ჟელატინი

300 გრამი გაყინული მარწყვი

30 გრამი შაქარი

ინგრედიენტები ვანილის ფენისთვის:

10 გრამი ჟელატინი

500 მლ. ნაღები (20-%-იანი)

50 გრამი შაქარი

ცოტაოდენი ვანილის მარცვალი

ცივი წყალი

ინგრედიენტები შოკოლადის ფირფიტისთვის:

100 გრამი რძიანი შოკოლადი

40 გრამი კარაქი

30 მლ. რძე

მომზადების წესი:

1ვამზადებთ ხილის ფენას: ჟელატინს წყალში 5 წუთის განმავლობაში ვალბობთ. გაყინულ მარწყვსა და შაქარს კი ვაბლენდერებთ. მიღებულ მასას ქვაბში ვასხამთ და ცეცხლზე ვდგამთ. ვამატებთ ჟელატინს და ვაცხელებთ იქამდე, სანამ ის ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული მასა გულის ფორმის ფორმებში უნდა ჩავასხათ და მაცივარში 20 წუთით შევდგათ.

 

2ვიწყებთ ვანილის ფენის მომზადებას: ჟელატინი კვლავ წყალში ჩავალბოთ. ქვაბი ცეცლხზე შემოვდგათ და მასში ნაღები, შაქარი და ვანილის მარცვლები ავურიოთ. მიღებული მასა იმ ფორმებში ჩავასხათ, რომლებშიც მარწყვის ფენა ჩავასხით.

 

3შოკოლადის ფირფიტის მომზადებისთვის კი შოკოლადს უნდა დავასხათ რძე და დავუმატოთ კარაქი. მიღებული მასა შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ იქამდე, სანამ შოკოლადი კარგად არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მასა ფორმებში ჩავამატოთ და დესერტი მაცივარში 2 საათით შევდგათ.

ავტორ(ებ)ი : kulinariumi.ge