Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:54 16.02.2018
2018 წლის მდგომარეობით ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს

სსსტცდელტასგენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში"  გასული 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა


გასული 2017 წლის განმავლობაშიდელტააქტიურად მუშაობდა კლიენტების მოთხოვნაზე მორგებული სერიული პროდუქტის წარმოებასა და დახვეწაზე. ასევე დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით გადაიდგა ნაბიჯები ახალი პროდუქციის შექმნისკენ. შედეგად, 2018 წელს ცენტრი კვლავ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო კონტრაქტებზე“. 



დელტას შესაბამისი გუნდ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს პოტენციურ მყიდველებთან. ამ ეტაპზე გვყავს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ შემსყიდველებთან, რათა მოახდინონ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი.

 


დელტა აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განვითარებაზე, ამავდროულად მივდივართ ჯავშანტექნიკის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ ფოკუსს ვაკეთებთ მოდულურ და მულტიფუნქციურ ჯავშანტექნიკაზე, ასევე ვმუშაობთ საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და პირადი შეიარაღების მიმართულებებითაც.



მულტიფუნქციური მოდულური სისტემებით შესაძლებელია მრავალწლიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება, ვინაიდან ერთი ტიპის ჯავშანტექნიკის შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა ერთი პლატფორმის ბაზაზე ათობით სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა შევთავაზოთ. 


 


ასევე, შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს არსებული კადრების შენარჩუნების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მოზიდვის მიზნითაც. ამისათვის დელტაში ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო ცენტრი".

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge