Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:21 24.02.2018
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასა და დაკავებულების გათავისუფლებაზე მოლაპრაკებები დაწყებულია

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლებას უმოკლეს ვადაში ველოდებით, ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა 1tv.ge-სთან საუბრისას განაცხადა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, შესაბამისი მოლაპარაკაბები მიმდინარეობს.

 

„ხელისუფლების აქტიური ქმედებით და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ჩართულობით, ინტენსიურად მიდის მუშაობა ორი დაკავებულის - პავლიაშვილისა და ქუტაშვილის გათავისუფლების თაობაზე და ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შესახებ. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია, თუმცა უმოკლეს ვადაში ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა ახალგორის გამგებელმა.

 

რაც შეეხება მომხდარს, გამგებლის ინფორმაციით, სამივე პირი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვით იყვენ დაკავებული.

 

„რამდენიმე მანქანას გადააქვს ხილ-ბოსტნეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალგორში. მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, 2-3 წელი გადადადგილდებოდა და არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასევე, ქუტაშვილიც და პავლიაშვილიც იმავე საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ისინი დააკავეს პირველსავე სოფელში, სადაც რუსი ოკუპანტები დგანან. პავლიაშვილი და ქუტაშვილიიყვნენ ერთი მანქანით, ხოლო ტატუნაშვილი მარტო იყო თავის მანქანით. სამივე გადაიყვანეს და ტატუნაშვილი, დიდი ალბათობით, მოკლეს“, - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თეებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge