Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:58 14.03.2018
76 წლის ასაკში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მეცნიერი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, კოსმოლოგი, სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა.

 

როგორც BBC  წერს, მისი ოჯახის თქმით, ჰოკინგი კემბრიჯში, სახლში ოთხშაბათს გამთენიისას გარდაიცვალა. 

 

სტივენ ჰოკინგს 22 წლის ასაკში იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა და მას ეუბნებობდნენ, რომ ცოტა ხნის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. დაავადებამ მას მოძრაობისა და საუბრის უნარიც დაუკარგა. 

 

ჰოკინგი შავი ხვრელების წარმოშობას იკვლევდა.  ის სამყაროს დიდი აფეთქების შედეგად შექმნის შესახებ თეორიის ავტორია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge