Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:33 14.03.2018
როგორ ვიცხოვროთ უკეთ?- ძველი რომელების 10 რჩევა

რომ ჩვენს სასიცოცხლო ენერგიაზე, სიმხნევესა და სიცოცხლის ხალისზე ჰორმონები მოქმედებს? სწორედ მათზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. 
ჩვენი შინაგანი საათი პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს ენერგიულობასა და სიცოცხლის ხალისზე.


თუ დავუჯერებთ უძველეს ცივილიზაციას, აუცილებელია, სწორად დავგეგმოთ დღე.

3-დან 5 საათამდე დილა
ამ დროს თქვენ ყველაზე ღრმა ძილში იმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ღრმად სუნთქავდეთ (ანუ კომფორტულად იწვეთ და სუნთქვაში ხელს არაფერი გიშლიდეთ). რაც უფრო ღრმად სუნთქავთ, მით მეტი სისხლი მიეწოდება თქვენს ნერვულ სისტემას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრად მშვიდი და დასვენებული გაიღვიძებთ.

 

დილის 5-დან 7 საათამდე

ამ დროს თქვენი მსხვილი ნაწლავი იღვიძებს. ეს საუკეთესო დროა გაღვიძებისთვის, ტუალეტის მოსათავებლად, შხაპის მისაღებად და სხეულის გასასუფთავებლად.

 

დილის 7-დან 9-მდე
ამ დროს კუჭი იწყებს ძახილს. საუზმე საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად უნდა აქციოთ, რადგან დილა – საუკეთესო დროა საჭმლის გადასამუშავებლად.
აუცილებლად მიირთვით საუზმედ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს.

 

დილის 9-დან 11 საათამდე
თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი და ნაღვლის ბუშტი აქტიურ მუშაობას იწყებს. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს საკვების შეთვისებასა და ენერგიის გენერირებაში. ეს საუკეთესო დროა სამუშაოდ.

 

11-დან 13 საათამდე
თქვენი გული მუშაობის პიკს აღწევს. ამ დროს ის სისხლის მეშვეობით აქტიურად აჯერებს უჯრედებს ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით.
ეს საუკეთესო დროა, რათა მიიღოთ ფინჯანი მწვანე ჩაი ან ცოტა წაუძინოთ.

 

დღის 1-დან 3 საათამდე
წვრილი ნაწლავი ამთავრებს საუზმის გადამუშავებას. სადილის დროა.

 


3 საათიდან 5-მდე
თქვენი შარდის ბუშტი მზად უნდა იყოს მეტაბოლური ნარჩენების გამოსადევნად. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა, დალიოთ დიდი ჭიქა წყალი და შეხვიდეთ ტუალეტში.

 

საღამოს 5-დან 7 საათამდე
თირკმელები აგრძელებენ მუშაობას – ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნის პროცესს. გააგრძელეთ წყლის სმა. ასევე, ეს შესანიშნავი დროა მსუბუქი ვარჯიშისთვის, გაწელვებისა და მსუბუქი ვახშმისთვის.

 

საღამოს 7-დან 9 საათამდე
თქვენი სისხლის წნევა დღის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ეს იმის ნიშნია, რომ დროა, წამოწვეთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ეს ასევე შესანიშნავი დროა სექსისთვის.

 

ღამის 9-დან 11 საათამდე

თქვენი ენდოკრინული სისტემა მუშაობის პიკს აღწევს. ეს საუკეთესო დროა დასაძინებლად.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge