Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:06 02.04.2018
10 ყვავილი, რომლებიც თქვენს სახლში სიყვარულს მოიტანს

თუ ჯერ კიდევ არ ხართ გატაცებული სახლის მცენარეებით, მაშინ დროა... 



1. სპატიფილიუმს "ქალურ ბედნიერებასაც" უწოდებენ. ოჯახში მიტანის შემდეგ მარტოხელები აუცილებლად იპოვიან მეორე ნახევრებს, ახალგაზრდა წყვილებს პატარა გაუჩნდებათ. ბინაში, სადაც "ქალურ ბედნიერებას" დადგამთ, სიყვარული და ურთიერთგაგება დაისადგურებს. 



2. იქ, სადაც ია იზრდება, ნაკლებად ჩხუბობენ. აღმოსავლეთში კი მას მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ. 




3. თუ ვნება და სასიყვარულო თავგადასავლები გწადიათ, გიბისკუსი, ანუ ჩინური ვარდი შეიძინეთ. 




4. ხოია, მას "ცვილის სუროსაც" ეძახიან. თუ საძინებელში დადგამთ, ოჯახურ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ამ მცენარეს საოცარი სურნელი და ულამაზესი ყვავილები აქვს. 




5. მირტი ბედნიერ ქორწინებას გპირდებათ. ამიტომაც მრავალ ქვეყანაში მას ახალდაქორწინებულებს ჩუქნიან. 



6. აიხრიზონს ოჯახში ბედნიერება და სიყვარული შემოაქვს. ამიტომაც ეძახიან "ბედნიერების ხეს" და "სიყვარულის ხესაც". 




7. კალათეა ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ და მფარველად ითვლება. 





8. გარდა იმისა, რომ ქლოროფიტუმი ჰაერში არსებულ ბაქტერიებს ანადგურებს, ახალდაქორწინებულებისთვის ბედნიერება და სიმშვიდე მოაქვს. 




9. თუ ოჯახის შენარჩუნება ან სიყვარულის პოვნა გსურთ, სახლში ოქსალისის ქოთანი დადგით. 



10. ანტურიუმს "მამაკაცურ ბედნიერებასაც" ეძახიან. ქალებისთვის მას ბედნიერება და სიყვარულში წარმატება მოაქვს, მამაკაცებისთვის - მამაკაცური ძალა. 





ავტორ(ებ)ი : marao.ge