Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:54 13.04.2018
მეცნიერებმა ნაადრევი სიკვდილის მიზეზი დაასახელეს

ინგლისში სურეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც გვიან ღამით იძინებენ და დილით გვიან იღვიძებენ, ნაადრევი სიკვდილის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

 

კვლევაში შედიოდა 38-დან 73 წლამდე ასაკის 433 ათასი ადამიანი, რომლებიც ოთხ ქრონოტიპებად დაყვეს: დილა, ზომიერი დილა, საღამო და ზომიერი საღამო. დაკვირვება ექვსი თვიდან 1 წლამდე გაგრძელდა.

 

გაირკვა, რომ ადამიანს, ვინც „ღამის ცხოვრებით ცხოვრობს“ დიდი ალბათობით შეაწუხებს სისხლძარღვთა დაავადებები. გარდა ამისა, დიდია შანსი დიაბეტის, ფსიქოლოგიური და ნერვული დარღვევების.

 

ცნობილია, რომ ე.წ. ზაფხულის დროზე გადასვლაც კი გულის შეტევების რაოდენობის ზრდის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ ძილის სწორი რეჟიმი ძალიან მნიშნელოვანია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge