Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:31 17.04.2018
„ფინანსთა მინისტრის და საბანკო სექტორის შეხვედრაზე თიბისი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის დღეს გამართულ შეხვედრაზე თიბისი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა. შეხვედრაზე, რომელზეც სასტარტო კაპიტალის რეფორმისა და ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრეს, ბანკებმა სამართლიანი თამაშის წესების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. როგორც ბანკის დირექტორებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათივე თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით არსებული პრობლემები უნდა აღმოფხვრან. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, იმედი გამოთქვეს, რომ სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელების შედეგად, შემცირდება რისკები და საპროცენტო განაკვეთები სესხებისთვის, რაც ბიზნესისთვის დამატებით ფინანსურ რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის. მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში.“, წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge