Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:04 17.04.2018
„აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა“

„აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა“ - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ განაცხადა. რუსუდან ტატუნაშვილის თქმით, მისმა შვილმა, რაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ მას გადაადგილება შეუზღუდეს: 

 

„ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი. 24 დღე გავიდა, რაც ექსპერტიზა ჩაუტარეს. ჩვენთვის ისიც საშინელება იყო, როდესაც 26 დღე ველოდებოდით აჩიკოს ცხედარის გადმოსვენებას, იმათ დასკვნას. ახლა ამათ ველოდებით. არც ხელისუფლებიდან არ რეკავს, არავინ არ გვეხმიანება, მხოლოდ პროკურატურიდან იყვნენ მოსულები. ორშაბათს არის ჩემი მეუღლე დაბარებული. ოჯახს გვაქვს ეჭვი, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა, ოსეთს არანაირი ინტერესი არ ქონდა ჩემი შვილის. რაც აჩიკომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა მას შემდეგ გადაადგილებაც შეუზღუდეს. არჩევნებში ის იყო „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი. არის ერთი პიროვნება ქესაური კახა, რომელიც ეხლაც იძებნება. აჩიკოს, კახასთან პირადი დაპირისპირება არ ქონია, უბრალოდ სუფრასთან ისხდნენ და საუბრის დროს უთხრა, შენ დაგიჭერენ. იქ თუ ვერ დაგიჭირეს, აქ მაინც დაგიჭერენო. აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა“ - განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

 

ინფორმაციას „პრაიმ-ტაიმი“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge