Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:29 24.04.2018
ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების უცნობი დეტალები

ჯენიფერ ლოპესი მინეაპოლისში იმყოფებოდა, სადაც თავისი ახალი სინგლი “US” შეასრულა
ფაქტია, რომ ჯეი ლო და ალექს როდრიგესი ისევ ერთად არიან. მან თავის ბოიფრენდს გამოსვლის დროს შემდეგი სიტყვებით მიმართაპატარავ, ეს სიმღერა შენთვისაა. მიყვარხარ“.

ჯენიფერმა ალექსს ამ სიტყვებით მათი ერთად ყოფნის წლისთავი მიულოცა
რაც შეეხება ქორწინებას, ვარსკვლავმა ამაზე საკმაოდ მკაფიოდ გვიპასუხა: „ალექსი ახალგაზრდაა, ჯანმრთელია, ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა არ ვარ მზად ქორწინებისთვის. უბრალოდ, ამ ეტაპზე მხოლოდ ის მინდა, რომ ვინმეს ვუყვარდე და მიყვარდეს“.

 

ჯეი ლოს სულ 5 წუთითაც რომ გაესაუბროთთქვენთვის ნათელი იქნება, რომ საოცრად უყვარს შვილები, აქვს საუკეთესო ცხოვრება და აკეთებს საყვარელ საქმეს. იმის მიუხედავად, რომ ასეთი დაკავებულია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახლში საკუთარი ხელით მომზადებულ სადილსთამამად შეიძლება ითქვას, რომ შემდგარია, როგორც მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი. ბოლო ფილმმა 52 მლნ დოლარის მოგება მოუტანა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რადგან ჯენიფერი საკუთარი სატელევიზიო შოუებიდანაც მშვენივრად გამოიმუშავებს ფულს

მე მომწონს ჩემი ცხოვრება. ის სასიამოვნო ამბებითა და თავგადასავლებითაა სავსე. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ნორმალურია, რადგან დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მომიწიოს გამგზავრება. სახლიდან ადრე გადიხარ და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შუაღამისას შემოდიხარ“. - აცხადებს ჯეი ლო


მისი სიმშვიდის საიდუმლო საკმაოდ მარტივი გახლავთ. მთელი დღის მანძილზე ცდილობს, რომ გონება დადებითისკენ მიმართოს. ჯენიფერ ლოპესი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მანტრებს. ამბობს, რომ სწორედ მანტრების გამეორება განაწყობს პოზიტიურად

 

როდესაც გრძნობს, რომ პოზიტივი მოზღვავებულია, მაშინ თავს უფლებას აძლევს, იფიქროს ისეთ ყოველდღიურ რაღაცებზე, როგორიცაა, რა მიირთვას სადილად და რა დრო დაუთმოს ამ პროცედურას


რაც შეეხება მის რჩეულს, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ალექს როდრიგესი ამბობს, რომ ის და ჯეი ლო ტყუპებივით ჰგვანან და ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით. მათ ინტერესები აერთიანებთ. მაგალითად, ორივეს უყვარს ისეთი თამაშები, როგორიცაა ბეისბოლი.


 

ეს გასაოცარი ქალბატონი მუდმივად ფორმაშია. როგორც ჩანს, მისთვის ერთგვარი სტიმულია ის, რომ მისი ბოიფრენდი ფიტნესითაცაა დაკავებული.
მე ახლა უკეთ ვიცი, ვინ ვარ და რა მსურს, ვიდრე წლების წინ. უკვე კარგად ვიცნობ ჩემს ძლიერ და სუსტ მხარეებს. მოხარული ვარ, რომ ეს ასეა“. - ამბობს ჯეი ლო

ავტორ(ებ)ი : marao.ge