Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:23 02.05.2018
მამა რაფაელის ქადაგება გონების სიამაყის შესახებ

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ მამა რაფაელის ქადაგებებს.

 

ბიბლიის პირველი თავის პირველ მუხლებში, ერთგვარი კოდირებული ფორმით მოცემულია კაცობრივი აზრის მომავალი ისტორია მის მთავარ და ფუძემდებლურ მიმართულებებში.

 

პირველი - ადამიანის ღვთის ხატად შექმნა  ეს მონოთეიზმია. ხატს არ შეუძლია პირველსახესთან ერთარსი იყოს. ის თითქოსდა ანარეკლს, ერთგვარ პოტენციას, დასახულ მიზანს წარმოადგენს, რომელიც უნდა განხორციელდეს. აქ ღვთაებასა და ადამიანს შორის ჰარმონია და სხვაობაა. ღმერთი პირველ მამებს ეცხადება და მათთან საუბრობს. საუბარი, ანუ დიალოგი მხოლოდ პიროვნებას შეუძლია პიროვნებასთან. აქ ღვთის პიროვნული ყოფიერება იხსნება, როგორც ყოფიერება უმაღლესი, სრული და აბსოლუტური. ამავდროულად ადამიანის პიროვნება მის მაღალ ღირსებასა და იმ დანარჩენ ქმნილებათაგან განსხვავებას დაამოწმებს, რომლებისთვისაც წარმომავლობითი, სახეობრივი და ინდივიდუალური სახესხვაობანია ნიშანდობლივი. მაგრამ პიროვნების კატეგორია მათთვის არ არის.

 

პიროვნება თავისუფალ ნებასა და ზნეობრივ შინაარსს გულისხმობს, ამიტომ ადამიანში ღვთის ხატი, როგორც მოცემულობა, მისი პიროვნული საფუძველი და საწყისია, ხოლო მსგავსება ღვთისა _ ღვთისადმი დამოკიდებულების განსაზღვრისა და დასახული ამოცანის განხორციელების საშუალება. ეს ამოცანაა _ ღმერთთან ურთიერთობა, როგორც ხატის მიახლოება თავის პირველ ხატთან. ღმერთი ადამიანს მცნებას აძლევს. მცნებაეს გამოცხადებაა იმპერატივის ფორმით. ღმერთი ადამიანს თავის ნებას უცხადებს, მან კი ის, როგორც მადლი, რწმენით უნდა მიიღოს. მცნება ადამიანს გარეგნულად ზღუდავს, მაგრამ შინაგანად მის ყოფიერებას აღრმავებს, მისი ზნეობრივი სრულყოფის ახალ შესაძლებლობებს _ ღვთისადმი მორჩილებას, მორჩილების მეშვეობით კი ღვთაებასთან ჰარმონიას მიელტვის. ამის შემდეგ, ადამიანის ცდუნების შესახებ თხროაში, გონების გახლეჩას და დეგრადაციას ვხედავთ. დემონი ევას არწმუნებს, რომ ღვთის მცნება მოცემულია, რათა ადამიანებს ყოფიერებაზე მბრძანებლობა აღუკვეთოს და ღვთაების პრეროგატივები მიიღოს. აქ გამოცხადებას რაციონალიზმის სახით სკეპსისი, ანუ სკეპსისის სახით რაციონალიზმი უპირისპირდება. პირველ ადამიანთა მჭვრეტელობა ანალიტიკური რაციონალიზმით იცვლება. აქ თვით ადამიანის სულის გახლეჩა ხდება: გონება არსის ხედვას წყვეტს, ფენომენებსა და ხარისხს კი აფიქსირებს. ევა ეპასუხება დემონს, მაგრამ თვით შეპასუხება რაციონალისტურ ხასიათს ატარებს, ის ცოდვის შედეგზე მეტყველებს და არა მის არსზე. ამ დროს რაციონალიზმი პრაგმატიზმის ფორმას ღებულობს. დემონი პირველ მამებს აღუთქვამს, რომ ისინი `იქმნებიან ვითარცა ღმერთნი. ამ ცდუნებასღმერთთან გატოლებას _ სხვადასხვა ფორმებში და ვარიანტებში ყველა პანთეისტური სისტემა იმეორებს. სიცრუე ადამიანის ღმერთთან თანაბრობის შესახებ იმ ფილოსოფიურ და რელიგიურ სისტემებში გაისმის, სადაც ადამიანს ღვთაებასთან ერთარსობა, ერთბუნებოვნობა მიეწერება, ან თვით ადამიანი განიხილება, როგორც ღმერთის მოდალურობა. სატანის მოწოდებამ პასუხი და გამოხმაურება არა მხოლოდ ევას გულში, არამედ ცრუ მისტიკაში, წარმართულ თეურგიებში, ამაყ ფილოსოფიურ მოთხოვნებში ჰპოვა. ამ გაგებით, ევას სატანისაგან ჩასახულ შვილთაშვილს, ფილოსოფიური აზრის ხელისუფალი _ ჰეგელი წარმოადგენს.

 

სატანა ეუბნება ევას: იქმნებით ვითარცა ღმერთნი. აქ პირველი მინიშნებაა პოლითეიზმზე _ რაღაც უხილავი ღმერთების არსებობაზე. ცრუ ღმერთები _ ეს დემონებია, ამიტომ ღვთისადმი ურჩობისა და ცოდვის მეშვეობითღმერთებივით გახდომა დემონთა მსგავსებასა და მისი ზნის შეთვისებას ნიშნავს. თვით ღვთისმბრძოლობიდან გაჩენილი წარმართობა დემონოლოგიის გენოზისს წარმოადგენს. ევამ დაინახა, რომ ხე საკვებად გამოსადეგია. რას ნიშნავს – “დაინახა?სხვა თვალით შეხედა, თავისი სულის შინაგანი თვალი ღმერთისაგან მიაბრუნა და სამყარო მის გარეშე, ანუ ქმნილება შემოქმედის გარეშე იხილა. თუკი უწინ ადამიანისთვის ცხოვრების კრიტერიუმი ღვთის მცნება იყო, რომელიც მის შინაგან და გარეგან ცხოვრებას განსაზღვრავდა, ახლა ის მსოფლიო მოვლენებს თავად აფასებს და მისდამი დამოკიდებულებას თავადვე განსაზღვრავს. ხე საკვებადაა გამოსადეგი, ის აღარ არის მორჩილების სიმბოლო, ის თავის მეტაფიზიკურ მნიშვნელობას კარგავს და უბრალო საგნად იქცევა. აქ ჩვენ ცხოვრებისადმი იმ ახლებურ დამოკიდებულებას ვაწყდებით, რასაც პოზიტივიზმი ეწოდება. ევა ხედავს, რომ ხე საამოა თვალისათვის. ღვთისაგან მიბრუნებული და ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტის უნარდაკარგული სული სილამაზეს ამქვეყნიურ საგნებში დაეძებს. აქ სამყაროსადმი ახალი მიდგომის, მასზე ახლებური შეხედულების დასაწყისია, რასაც ესთეტიზმი ანუ კოსმოფილია ეწოდება.

 

ღმერთი ეშმაკს წყევლის და ეუბნება, რომ ის მიწის მტვერში მუცლით იხოხებს. დემონის ამ წყევლაში იხსნება მსოფლმხედველობებს შორის ყველაზე უგვანი _ მატერიალიზმი. მატერიალისტი მხოლოდ მატერიალურობას ხედავს _ ეს კოსმოსური მიწა და მტვერია, რომლებშიც მისი გონება ტრია-ლებს. ისმუცლით ხოხავს”, ანუ ზეცას ვერ ხედავს _ მისთვის დახშულია სულიერი ტრანსცენდეტალური სამყარო.

 

მატერიალისტისთვის ფიზიკამ მეტაფიზიკა მთლიანად შთანთქა. ის მუცლით ხოხავს, ანუ ყველაფერში მატერიალურ საყრდენს ეძებს. მისთვის სული მხოლოდ სხეულის ფუნქციაა, ევოლუციის შედეგად გაჩენილი ზედნაშენია მუცლისა. ამიტომ მატერიალისტები, ეპიკურედან მარქსამდე, წყევის ქვეშ არიან _ მუცლით იხოხონ და ვერ იხილონ ზეცა.

 

მაშ ასე, პირველმამათა ცდუნების შესახებ ბიბლიის ამ თხრობაში, როგორც გენეტიკურ კოდში ჩადებულს, მთავრ მსოფლმხედველურ სისტემათა ისტორიას ვხვდებით, რომლებითაც ადამიანი ცდილობდა და ცდილობს თავის სულში ღვთის დანაკარგი შეივსოს. ესენია: რაციონალიზმი, სკეპტიციზმი, პან-თეიზმი, პოზიტივიზმი, ესთეტიზმი და მატერიალიზმი.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ მსოფლმხედველობას _ დუალიზმს, ის ხელოვნურ შეხამებას, უფრო სწორად სპირიტუალიზმსა და მატერიალიზმს შორის კლაკნილს წარმოადგენს და არა ორიგინალურ, დამოუკიდებელ მსოფლმხედველობას. დუალიზმი _ ეს წინააღმდეგობრივ საწყისთა დროებითი ერთიანობის მდგომარეობაა.

 

ზარათუსტრასთან და პლატონთან დუალიზმის მიღმა მონიზმი13 დგას.

 

ბიბლიაში წარმართული რელიგიები განიხილება, როგორც დემონის თაყვანისცემა. `წარმართთა ღმერთები _ ეს ეშმაკებია_ ამბობს მეფსალმუნე, ხოლოუფალმა შექმნა ცანი”, რომელიც დაკარგულია დემონისათვის და მიუწვდომელია მისი მიმდევრებისათვის.

 

რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, წმ. მამებმა მათელინური პირფერობა”, ანუ ამაყი გონების სიცრუე უწოდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge