Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:35 15.05.2018
18 მაისს მწერალ მერაბ რატიშვილის ახალი რომანის - „ბედის მწერლები“-ს პრეზენტაცია გაიმართება

 

­­2018 წლის 18 მაისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება მწერალ მერაბ რატიშვილის შეხვედრა მკითხველთან და ახალი რომანის - „ბედის მწერლები“-  პრეზენტაცია (გამომცემლობა წიგნიერი“). მერაბ რატიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსთავის 6 საპყრობილეში. ორი წლის განმავლობაში (2011-2013) გამოსცა  რომანები - „ჯუღა“, „ილიადი“, „თეთრი ლამა“, „დაკარგული ფურცლები“, ლექსების და მოთხრობების კრებული „ოდესღაც“. წიგნებმა მოაზროვნე მკითხველის აღიარება და პოპულარობა გამოცემისთანავე მოიპოვა. 

 

რომანიბედის მწერლები“ პირველი წიგნია, რომელიც პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწერაწიგნი მოგვითხრობს უძველესი ქართველური ტომებისა და სამეფოების კავშირ-ურთიერთობებს, მათ მნიშვნელოვან ადგილს ადამის მოდგმის განვითარებაში და წინარე ცივილიზაციის შემორჩენილ არსებებთან, იგივე ხვთისშვილებთან თანაცხოვრების ისტორიას, ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში.

 

პრეზენტაცია 16:30 წუთზე დაიწყება.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge