Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:56 17.05.2018
"დაკავების მიზეზი უკიდურესად სულელურია"-ჯონდი ბაღათურია გია კორკოტაშვილზე

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამ წუთებში მაცნობეს რომ პოლიციამ 15-მდე კაცი დააკავა, მათ შორის არიან გურამ ფალავანდიშვილი და გია კორკოტაშვილი !!!


დაკავების მიზეზი არის უკიდურესად სულელური, პარლამენტთან დგომა !!!


როგორც ჩანს რაღაც აქცია იგეგმება კანცელარიასთან !!!


P.S. ანუ, როცა მთავრობა აცხადებს რომ ადამიანური სახე ვაჩვენეთო აქცია რომ არ დავარბიეთო აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი !!!


სინამდვილეში, ბევრი ხალხი რომ იყო და კიდევ მეტი რომ გამოცვივდებოდა, ამის შეეშინდათ და იმიტომ არ დაარბიეს !!!


ახლა ცოტანი ნახეს და უმიზეზოდ დააკავეს !!!


არავის შეეშინდეს!!!


მაგათ რა თქმა უნდა მალე გამოვიყვანთ, მე უბრალოდ მთავრობის ქცევაზე მიგანიშნეთ !!?"
-წერს ჯონდი ბაღათურია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge