Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:20 08.06.2018
"თბილისში გელოდებათ მდიდრული აბანოები, გემრიელი კერძები და სასიამოვნო ღვინო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ"-The New York Times

თბილისი ცოცხალ მხატვრულ სცენას წარმოადგენს თავისი სამზრეულოთი, ქართული ღვინოების მდიდარი ასორტიმენტით, აბანოებით, რომლებიც ფუფუნების მოყვარულთა აბანოებით და სხვა მრავალით. ჩვენ სწორედ ამას გთავაზობთ ქალაქის ადგილობრივი გზამკვლევით. სანამ თბილისში 36 საათით გაემგზავრებით, ჩანთაში ყველაფერი ის ჩააწყეთ და ისე გააკეთეთ, რასაც ჩვენი გიდი - დებრა ქამინი გირჩევთ“, - წერს ჟურნალისტი ალან ჰენრი სტატიაში.



„თბილისი უსაზღვროდ ფოტოგენური ქალაქია, ამიტომაც თან იქონიეთ პორტატული ფოტოკამერა. თბილისში ასევე გული არ გაგიძლებთ და მაღაზიებშიც შეივლით. ამიტომ კარგი იქნება, რომ შეძენილი სუვენირების შესანახად ზურგჩანთა გქონდეთ.



თბილისში აბანოთუბანს აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ამიტომ აბაზანისთვის აუცილებელი ატრიბუტები უნდა წაიღოთ. რა თქმა უნდა, იქ შემოგთავაზებენ თავიანთ პირსახოცებს და ტუალეტის აქსესუარებს, მაგრამ ისინი მაინცდამაინც საუკეთესონი არ არიან. „ძალიან შევცდი, რომ წინა მისვლის დროს ჩემი საკუთარი არ წავიღე“, - წუხს დებრა ქამინი.



რაც შეეხება სამახსოვრო ქართულ ღვინოებს, რომლებთაც სახლისთვის შეიძენთ: ამისათვის თქვენ პატარა ჩემოდანი დაგჭირდებათ. „ქართული ღვინო იმდენად სასიამოვნო და უნიკალურია, რომ საკმაოდ ბევრი წამოღება მსურდა“, - ამბობს დებრა ქამინი, - თუმცა აეროპორტის უსაფრთხოებამ ნება არ მომცა“. არ დაივიწყოთ, რომ ბარგის ზომის მოთხოვნები საზღვარგარეთულ რეისებზე შედარებით ლოიალურია, ვიდრე შიდა რეისებზე, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ იმას, რაც ნებადართულია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 


---------
«The New York Times»-ის იმავე ნომერში გამოქვეყნებულია აგრეთვე დებრა ქამინის სტატია სათაურით „36 საათი თბილისში: გურმანებს, ხელოვნებისა და არქიტექურის მოყვარულებს აღმოსავლურ-დასავლურ ქალაქში უდიდესი სიამოვნება ელოდებათ“ (წყარო: https://www.nytimes.com/2018/06/07/travel/what-to-do-in-tbilisi.html

ავტორ(ებ)ი : newspress.ge