Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:13 09.06.2018
კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლს, დღეს, ფოთის თეატრი წარმოადგენს

 

დღეს, 9 ივნისს, 20.00 სთ-ზე,  კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრს უმასპინძლებს. იასმინა რიზეს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,ხრამუნა“ რეჟისორი პაატა ციკოლია წარმოადგენს. სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის, სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, გიორგი სურმავა, ჯანო იზორია..


ინფორმაცია სპექტაკლზე:


ნესტან დარჯანია და მისი მეუღლე, თამაზ იოსავა ეს წუთია ესტუმრენ ელენე სალაყაიას და მის მეუღლეს,ვახტანგ დოლიას. მათ ეს-ესაა გაიცნეს ერთმანეთი. შეხვედრის მიზეზი პოლიციაში წარსადგენ განცხადებაში შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:


“4 დღის წინ, 3 აპრილს, ჩვიდმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე, გრიგოლეთის საბავშვო მოედანზე, სიტყვიერი შეკამეთების შემდეგ, ბუტა იოსავამ, 13 წლის, ჯოხით შეიარაღებულმა, აღნიშნული ჯოხი ჩაარტყა სახეში დაჩი დოლიას. ამ ქმედებას, გარდა ზედა ტუჩის შეშუპებისა, შედეგად მოჰყვა ორი წინა საკბეჩი კბილის გატეხვა და მათგან წინა მარჯვენა საკბეჩი კბილის ნერვის დაზიანება.”


წყვილებს ერთმანეთის მიმართ სერიოზული, გულითადი და შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვთ.


სპექტაკლის ხანგრძლივობა - 120 წუთი.

 

პროექტის მედია მხარდამჭერია ,,ჯორჯიან თაიმსი".

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge