Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:41 11.06.2018
კომედიის ფესტივალის ფარგლებში დღეს სპექტაკლს ორი თეატრი წარმოადგენს

 

დღეს, 17.00სთ-ზე, ერისთავის თეატრში, მცირე სცენაზე, კომედიის ფესტივალი წარმოგიდგენთ მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლს პატარებისთვის - ,,რწყილი და ჭიანჭველა“.


,,რწყილი და ჭიანჭველა - ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. ეს არაჩვეულებრივი ამბავი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა იგი ზეპირად იცის.


ამ ქვეყნად მეგობარი ყველას სჭირდება, ადამიანსაც, ცხოველს თუ ფრინველს და თვით პაწაწინა არსებებსაც კი. ზღაპარი მოგვითხრობს თუ როგორ წირავს მეგობრისთვის თავს ერთი პატარა რწყილი. წყალში ჩავარდნილი და დასახრჩობად განწირული ჭიანჭველის გადასარჩენად რწყილი რას აღარ შვრება, დახმარებისათვის ვის აღარ მიმართავს: ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას. ყველა მათგანი რწყილს დახმარების სანაცვლოდ რაღაცას სთხოვს. ძალაგამოცლილი ციცქნა არსება ფარ-ხმალს არ ყრის და საბოლოოდ მისი გარჯა უშედეგო არ გამოდგება - ერთგული მეგობარი ჭიანჭველას იხსნის, თანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რადგან ნამდვილი მეგობრობა შეუფასებელი განძია. მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს.

 

სპექტაკლი ამ შესანიშნავ ზღაპარს ქართული ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა  და ცეკვებით გადმოგვცემს, რაც ბავშვებისა და ზრდასრულთათვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

 

რეჟისორიდიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია

მხატვარივახტანგ ქორიძე

რეჟისორის თანაშემწეხათუნა საძაგლიშვილი

მუსიკალური გაფორმებაზურაბ გაგლოშვილი

ქორეოგრაფიგია მარღანია

ინსცენირების ავტორიდიმიტრი ხვთისიაშვილი

მონაწილეობენ: ნიკა ნანიტაშვილი, გია მარღანია, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი.

 

 

 

20.00 სთ-ზე, კი,  ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე, მესხეთის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ,,ქასთინგი“ -''Casting''.

(მატეი ვიშნეკის პიესის ,,ჩვენ ვეძებთ მოხუც კლოუნს" მიხედვით კომედია ერთ მოქმედებად.

დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - კახა გოგიძე

მხატვარი - ლელა ფერაძე

კოსტიუმების მხატვარი - ნანა ყორანაშვილი

მონაწილეობენ: ბაქარ ალავიძე, მანუჩარ გოგოლაური, ლექსო ჩემია,

მანანა ბერიძე, ცირა ტაბატაძე, ხათუნა ღუღუნიშვილი

 

 

შეგახსენებთ, რომ კომედიის საერთაშორისო ფესტივალი გორში 5 ივნისს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.

 

პროექტის მედია მხარდამჭერია ,,ჯორჯიან თაიმსი".

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge