Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:40 13.06.2018
"დაზარალებულია მთვარისა ნავერიანი, ხოლო ნიკა გვარამიას მიმართ ბრალი ჯერ-ჯერობით არ არის წაყენებული"

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ვასაძეს"


ამა წლის 31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, რუსთავი 2 გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა მოქალაქე მთვარისა ნავერიანს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 (ძალადობა) მუხლით. მთვარისა ნავერიანს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა ის დაზიანებები რომელიც ნიკა გვარამიამ მას მიაყენა 31 მაისს. მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ დღემდე დაზარალებულად არ არის ცნობილი მთვარისა ნავერიანი, ხოლო ნიკა გვარამიას მიმართ ბრალი ჯერ-ჯერობით წაყენებული არ არის განხორციელებული ძალადობის გამო.

 


მოვითხოვთ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს შესააბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.


,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’
თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე"
-წერს უფლებადამცველი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge